სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2018 წლის 03 ოქტომბრის N20289/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად (დანართი N1);
2.მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების გადაბარება ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;
3.საგრანტო პროექტის ხელმძღვანელებმა, მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა და ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა, საგრანტო პროექტის ვადის დამთავრებისთანავე, უზრუნველყონ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მატერიალური ფასეულობების გადაცემა უნივერსიტეტისათვის. შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა, თავისდროულად უზრუნველყოს გადმოცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მიმაგრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე;
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით;
5.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს;
6.დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
7. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
8. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება;
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა