სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ ფასიანი მომსახურებისა და ტრენერის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ თსუ რექტორის 2016 წლის 29 ივნისის N111/01-01 ბრძანების, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის 2016 წლის 16 ივნისის N20408/02 წერილისა და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 24 სექტემბრის N19447/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ ფასიანი მომსახურების ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) პირველი მოდული ( კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება):
ა.ა.)კურსის პირველი მოდულის მოცულობა - 15 საათი;
ა.ბ.)კურსის პირველი მოდულის ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 200 ლარი; ხოლო კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 150 ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მოდული ( სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სასწავლებლებში):
ბ.ა.) კურსის მეორე მოდულის მოცულობა - 15 საათი;
ბ.ბ.)კურსის მეორე მოდულის ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 200 ლარი; კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 150 ლარის ოდენობით;
გ) მესამე მოდული ( მიკრო-სწავლება):
გ.ა.)კურსის მესამე მოდულის მოცულობა - 10 საათი;
გ.ბ.)კურსის მესამე მოდულის ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 150 ლარი; კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 120 ლარის ოდენობით;
2.
ტრენერების ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა