საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა  და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირმა ხარშილაძის     2014 წლის 20 მარტის №9817/02 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასური 2013 – 2014 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს სრული კურსისათვის – 570 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 285 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი – 285 ლარი). 
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი სრული კურსის საფასური 2013 – 2014 სასწავლო წლისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის  განისაზღვროს სრული კურსისათვის – 285 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 140 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი –              145 ლარი). 
3. ცალკეული სასწავლო კომპონენტის არჩევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების პირველი და მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობების შესაბამისად.
4. მსმენელს შეუძლია საფასურის ეტაპობრივად დაფარვა (პირველი ნაწილის – სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მეორე ნაწილის სწავლის დაწყების მერვე-მეათე კვირის განმავლობაში).
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                დავით ჩომახიძე