საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2014 წლის 25 მარტის №10297/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული ბაზის პროგრამის ფუნქციონალის დეტალური შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი კიკალიშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნვეყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 
ბ) თეიმურაზ ტაბატაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელისა და სერვერული სისტემის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ლალი არახამია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) შორენა ჩუბინიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ქრისტინა ჩარგაზია - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ანა ზაქარაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მაია გრიგოლია - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ)  ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) თინა მელქოშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის  წარმოების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია   ხელმოწერისთანავე.
 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე