საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2014 წლის 18 მარტის №9584/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
  ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1);
  ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
  გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
  დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
  ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
  ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6).
2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა