,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
ვბრძანებ:
- ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე