- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
გაცვლით და საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მსურველი თსუ-ს სტუდენტებისათვის განკუთვნილი უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირება (B2 დონე)
საგამოცდო ტესტი შედგენილია უცხო ენის B2 დონის საერთაშორისო გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ცალკეული უცხო ენის ენობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ტესტებში ჩართულია დავალებების ის ტიპები, რომელსაც შესაბამისი უცხო ენის საერთაშორისო გამოცდების ფორმატი ითვალისწინებს.
- უცხო ენის გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით და მოწმდება შემდეგი სამი უნარი:
- წაკითხულის გააზრება;
- ენის (გრამატიკული და ლექსიკური სტრუქტურების) გამოყენება;
- წერა
- ტესტი 100 ქულიანია
- მინიმალური ზღვარი 71 ქულა.
ტესტის აღწერილობა:
ტესტი შედგება სამი ნაწილისაგან და მოიცავს დავალებების შემდეგ ტიპებს:
ნაწილი I – „ტექსტის წაკითხვა და გააზრება“ - მოიცავს 3 უცხო ტექსტს (იტალიურისა და ესპანურ ენებში - 2 ტექსტი). თითოეულ ტექსტს ახლავს სავარჯიშოები (მრავლობითი არჩევანი (სწორი პასუხის მონიშვნა); ტექსტში გამოტოვებული წინადადებების ჩასმა; სწორი პასუხების მისადაგება ტექსტთან).
ნაწილი II - „ენის გამოყენება“ მოიცავს:
- ტექსტის გამოტოვებულ ადგილებში მოცემული (შესაფერისი) ტექსტში სიტყვების ჩასმა (მრავლობითი არჩევანი);
- ტექსტის გამოტოვებულ ადგილებში შესაფერისი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების ჩასმა;
- სიტყვათწარმოება;
- წინადადებების ტრანსფორმაცია.
ნაწილი III - „წერა“. დავალებაში მოცემულ სათაურზე ესსეს დაწერა (ესსეს ტიპები: მიზეზ-შედეგობრივი ან აღწერითი ან შედარება-დაპირისპირებითი და ა.შ). ესსე უნდა მოიცავდეს 150-დან 180 სიტყვას.
ცალკეული უცხო ენის ენობრივი თავისებურებებით გათვალისწინებული დავალებები:
- ტექსტის თანდართულ დავალებებში სწორი/არასწორი პასუხის მონიშვნა;
- აბზაცების დასათაურება;
- ფორმის თვალსაზრისით მსგავს წინადადებებში ჩადებული განსხვავებული შინაარსის გაგება.
- ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების მნიშვნელობის გაგება (მრავლობითი არჩევანი).