საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) სარგებლობს სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციისა და ქსელის წევრის სტატუსით, რაც იძლევა უნივერსიტეტის  სისტემური განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო არენაზე ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას. ამ სახის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა ხელს უწყობს აკადემიური და ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარებას მასში გაწევრიანებულ უნივერსიტეტებს შორის და ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლათფორმას ახალი პარტნიორი ინსტიტუციების მოძიების თვალსაზრისით.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციები და ქსელები ითავსებენ კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების ფუნქციას, რათა წევრ უნივერსიტეტებს შორის უწყვეტად გაზიარებულ იქნას უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების, უახლესი ტენდენციების, გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

 

თსუ გაწვერიანებულია შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებში:

 

 

 

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი

Black Sea University Network 

 

 

კომპოსტელას უნივერსიტეტების ჯგუფი

Compostela Group of Universities 

 

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო

Agence universitaire de la Francophonie

 

 

 

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია

International Association of Universities 

 

 

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია

European University Association

 

ევრაზიული უნივერსიტეტების კავშირი

EURAS – Eurasian Universities Union