საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი 56 ქვეყანაში; თანამშრომლობს 150-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან  „ერაზმუს+“საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2023 წლებში თსუ-ს მონაწილეობით განხცორციელებულმა საერთაშორისო მობილობის (თსუ-ს სტუდენების და პერსონალის მობილობა პარტნიორ უნივერსიტეტებში და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა თსუ-ში) რიცხვმა 3500-ს გადააჭარბა. 2015-2023 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 500-ზე მეტი პროექტი; 1995-2022 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 60-მდე პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში.

 

გარდა ევროპულისა, თსუ-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში. თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას Asia Science Camp-ში, აზიის სხვადასხვა ქვეყანაში (იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ა.შ.).

 

საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით თსუ-ში სწავლობს 900-მდე უცხოეთის მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, მათ შორის, 150-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ყოველწლიურად ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.