საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური პროგრამები საერთაშორისო კომპონენტით - ბაკალავრიატის საფეხური

 

 

1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)

პროგრამის სახელი: ეკონომიკა

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემეტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია თანამედროვე ეკონომიკისა და ფინანსური თეორიის საფუძვლების, ასევე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ზუსტი პროგნოზირების საკითხების შესწავლა. კურსდამთავრებულებს გამომუშავებული ექნებათ ანალიტიკური აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი, რაც მათ დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. დასაქმების სფეროები: ბიზნესი, საბანკო და ფინანსური სტრუქტურა, სადაზღვეო კომპანიები.

საკონტაქტო ინფორმცია

ელ-ფოსტა: AdmissionsBA@iset.ge

ტელ: +995 322 507 177

ვებ-გვერდი: iset.tsu.ge

 

                          

2. მედიცინის ფაკულტეტი 

 

პროგრამის სახელი: მედიცინა (ერთსაფეხურიანი)

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგძლივობა: 6 აკადემიური წელი (12 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია აღზარდოს სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი  დარგის სპეციალისტები, რომლებიც იქნებინ კონკურენტუნარიანნი როგორც ადილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო თანამედროვე შრომის ბაზარზე. გამოუმუშავოს პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს წარმატებით განახორციელონ კლინიკურ საქმიანობა მუდმივად ცვლად არაპროგნოზირებად სამუშაო გარემოში. კურდამთავრებული შეძლებს პაციენტის და საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში ჩართვას,  მათი საჭიროებების გამოვლენას და ადექვატურ რეაგირებას, ასევე ჯანდაცვის სისტემის  და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: medicine@tsu.ge

ტელ: +995 32 291 31 25

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

პროგრამის სახელი: ქიმია/ბიოქიმია

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს საგნის ფართო სპექტრს, მათ შორის, ანალიზურ, არაორგანულ, ორგანულ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ქიმიას. SDSU-ს საბაკალავრო პროგრამა შეისწავლის თითოეული სფეროს საფუძვლებს ლაბორატორიულ კვლევასა და ქიმიის პრაქტიკულ გამოყენებაზე აქცენტით. ქიმიის შესწავლას მივყავართ საინტერესო და წარმატებული კარიერისკენ ისეთ სფეროში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქციის განვითარება, ენერგიის ალტერნატიული წყაროების ნივთიერების აგებულების შესწავლა, ეკოლოგიური პრობლემების შეფასება, თუ ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე პროცესების კვლევა. აღნიშნული  პროგრამა სერტიფიცირებულია ამერიკის ქიმიის საზოგადოების მიერ (ACS). სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის სასწავლო გეგმა მოიცავს ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს. სტუდენტები ეუფლებიან კვლევის თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებს, იყენებენ კვლევის უახლეს  ინსტრუმენტებს (NMR, HPLC, GC, MS და ა.შ.) და იძენენ გამოცდილებას. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.  

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: georgiainfo@sdsu.edu

ტელ: +995 32 2311611

ვებ-გვერდი: georgia.sdsu.edu

 

 

პროგრამის სახელი: კომპიუტერული მეცნიერება

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამა სტუდენტებს არა მხოლოდ ტექნიკის ცოდნას შესძენს, არამედ თანამედროვე კომპიუტერული მეთოდოლოგიისა და პროგრამირების პრაქტიკის ფუნდამენტურ გაგებას. კომპიუტერული მეცნიერებები მოიცავს სპეციალობებისა და გამოყენების სფეროების ფართო სპექტრს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, გრაფიკა, სისტემების პროგრამირება, სიმულაცია და კომპიუტერული ქსელები.პირველი ორი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან პროგრამირებას, მონაცემთა სტრუქტურებსა და არქიტექტურას. ბოლო ორი წელი კი დაეთმობა უფრო გაღრმავებულ სწავლებასა და სპეციალიზებულ არჩევით კურსებს, როგორიცაა კომპიუტერის არქიტექტურა, UNIX სისტემის ადმინისტრირება და პროგრამირების ენები. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: georgiainfo@sdsu.edu

ტელ: +995 32 2311611

ვებ-გვერდი: georgia.sdsu.edu

 

 

პროგრამის სახელი: კომპიუტერული ინჟინერია

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამა სთავაზობს კომპიუტერებისა და სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნისა და აწყობის შემსწავლელ კურსებს. აღნიშნული კურსები მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ავიაბილეთების დაჯავშნა, ასევე მიკრო და ნანო რეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა  მოწყობილობებში.  კომპიუტერული ინჟინრები ასევე ქმნიან და შეიმუშავებენ პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებენ კომპიუტერების მუშაობას და   შესაძლებლობას იძლევიან შეასრულონ სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანები. კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა გთავაზობთ თეორიისა და პრაქტიკის  რაციონალურ ბალანსს. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: georgiainfo@sdsu.edu

ტელ: +995 32 2311611

ვებ-გვერდი: georgia.sdsu.edu

 

 

 

პროგრამის სახელი: ელექტრონული ინჟინერია

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამა სთავაზობს სასწავლო კურსებს ელექტრული ინჟინერიის ძირითად სფეროებში: ინფორმაციის გადამუშავების და გადაცემის მანქანები, ელექტროენერგიის გამომუშავება და განაწილება, ელექტრომაგნიტური ფენომენის შესწავლა და გამოყენება. სწავლის დროს თეორიულ და კონკრეტულ საინჟინრო პრობლემებზე მუშაობა სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებაში. სასწავლო გეგმის მიზანია, მიაღწიოს თეორიასა და პრაქტიკას შორის ისეთ ბალანსს, რომელიც მოამზადებს კურსდამთავრებულებს როგორც სწრაფი დასაქმებისთვის. ირველი კურსის საგნები მოიცავს კალკულუსს, ფიზიკასა და ქიმიას. მეორე და მესამე კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან სპეციფიურ კურსებს სპეციალობაში. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: georgiainfo@sdsu.edu

ტელ: +995 32 2311611

ვებ-გვერდი: georgia.sdsu.edu

 

 

 

 

პროგრამის სახელი: კომპიუტერული მეცნიერება

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრი (ორმაგი დოპლომი - უნივერსიტეტი პარიზი 8)

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: ფრანგულ/ქართული 

პროგრამის აღწერა: 

პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტს სისტემური  შეხედულება  დისციპლინაზე, მისცეს  მათ  ზოგად-სისტემური წარმოდგენა კომპიუტერული სისტემების სტრუქტურაზე და მათი შექმნისა და ანალიზის პროცესებზე, ასევე, კომპიუტერული     მეცნიერების     ძირითადი     მეთოდების     ღრმა     ცოდნა და დიდ (ჯგუფურ) პროექტში მონაწილეობის უნარ-ჩვევები. კომპიუტერული მეცნიერების ნიშანდობლივი თავისებურებაა მისი ტექნოლოგიური ნაწილის ძალზე სწრაფი განვითარება, ამიტომ სტუდენტები უნდა აღიჭურვონ ღრმა ფუნდამენტური ცოდნით.  კომპიუტერულ     მეცნიერებათა     ფუნდამენტურ     კონცეფციებს,     პრინციპებსა     და თეორიებს. სწავლის შედეგად სტუდენტი დაეუფლება კომპიუტერულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებიდან საკვანძო ალგორითმებს და    სხვადასხვა დაპროგრამების ენებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: archil.elizbarashvili@tsu.ge

ტელ: +995322 250484

ვებ-გვედრი: tsu.ge

 

 

პროგრამის სახელი: კომპიუტერული მეცნიერება

მისანიჭებელი ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი)

სწავლების ენა: რუსული

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტს სისტემური შეხედულება კომპიუტერულ სისტემებზე, პორგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებზე. ის ასევე ფოკუსირდება ნუმერიკული ანალიზის, პროგრამირების ენისა და კომპიუტერული მეცნიერების თეორიების შესწავლაზე. კურსდამთავრებულებს გამომუშავებული ექნებათ კვლევის დამოუკდებლად ჩატარებისა და შდეგების პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ასევე, შეძლებენ პრობლემის კომპლექსურ ანალიზს და პორბლემის გადაჭრის გზების მოძიებას.  

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: manana.khachidze@tsu.ge

ტელ: +995322 250484

ვებ-გვედრი: tsu.ge