საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ინტერკულტურული კომპეტენციები" - სასერტიფიკატო კურსი თსუ-ს გაცვლითი სტუდენტებისათვის

 

 

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის:  თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულის სტატუსის ფლობა

 

 

კურსის მოცულობა:

 

  • ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის: 8 საკონტაქტო საათი
  • დოქტორანტურის სტუდენტებისათვის: 6 საკონტაქტო საათი

 

 

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

 

თანამედროვე მრავალფეროვან საზოგადოებაში კულტურებს შორის დასაკავშირებლად გარკვეულწილად საჭირო უნარებს წარმოადგენენ ინტერკულტურული კომპეტენციები.

გლობალიზაციის ეპოქაში, განსაკუთრებით კი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს როგორც თანამედროვე საზოგადოების, ისევე უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლების წინაშე, არის ადამიანის მომზადება მულტიკულტურულ საზოგადოებაში ეფექტური ინტერგაციისათვის;  იმ ცოდნისა თუ უნარის დაუფლების/განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც აუცილებელია საკუთარ და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან დაუბრკოლებელი საქმიანობისა და ცხოვრებისათვის.

„ინტერკულტურული კომპეტენციები“-ს კურსის მიზანია თსუ-ს გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების როგორც პიროვნული, ისე ინსტიტუციური ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობის უნარის განვითარება (ისეთი აქტივობების შერჩევა, შემუშავება, რომელიც დაეხმარება სტუდენტს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ცხოვრებისეული მოთხოვნების ღირსეულად გამკვლავებას და. ა.შ.)

 

აღნიშნულ კურსში მონაწილეობა სტუდენტს დაეხმარება:

 

  • სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
  • ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ დადებითი განწყობილების ჩამოყალიბებაში
  • განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარჩვევების განვითარებაში
  • უცხოენოვანი ქვეყნების სოციოკულტურისა და კულტურის გაცნობაში
  • თვით შეცნობის მიზნით სხვა კულტურის პერსპექტივიდან საკუთარი თავის განხილვაში
  •  სხვა კულტურული, ეთნიკური და ენობრივი ალტერნატივების გაცნობაში
  • განსხვავებული ევროპულ და არაევროპულ ერებიდან და კულტურულ გამოცდილებიდან წამოსული განსხვავებების ხედვების აღქმში და პატივისცემაში
  • გლობალური ტექნოლოგიების სფეროში ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო წიგნიერების უნარების დაუფლებაში
  • მულტიკულტურულ ჯგუფში მუშაობაში
  • დისციპლინურ გარემოში მუშაობის უნარის გამომუშავებაში

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კურსის გავლა სავალდებულოა თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული ყველა სტუდენტისათვის (მობილობის განხორციელებამდე).
  • კურსი უფასოა!
  • კურსის გავლის შედეგად არ გაიცემა კრედიტები!

 

 

ჩატარებული კურსების ანგარიშები