საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიმდინარე წლის  3-4 დეკემებრს  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახლემწიფო უნიევრსიტეტში ჩატარდა სასერთიფიკატო კურსი „ინტერკულტურული კომპეტენციები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულის სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 50-მდე სტუდენტმა.

აღნიშნული სასერთიფიკატო კურსი მიზნად ისახავდა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა ორიენტირებას სასწავლო მობილობის განხორციელებამდე;  მათი როგორც პიროვნული, ისე ინსტიტუციური ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობის უნარის განვითარებას, რომელიც მობილობაში მყოფ სტუდენტებს უნდა დაეხმაროს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ცხოვრებისეული მოთხოვნების ღირსეულად გამკვლავებაში და. ა.შ.

კურსი  ჩატარდა  სტუდენტებისთვის მოხერხებულ დროს - შაბათ - კვირას ორდღიანი ვორკშოპის სახით.

პირველ დღეს დეტალურად განხილულ იქნა კულტურებს შორის ურთიერთოების თავისებურებები, კერძოდ, კულტურის გაცვლის ფენომენი, ინკულტურაცია და აკულტურაცია, აკულტურაციის სტრატეგიები, კულტურული შოკი და ფსიქიკური ჯანრმთელობა.

ყურადღება გამახვილდა აკულტურაციის სტრესზე, როგორც მენტალურ და ემოციურ გამოწვევაზე ახალ კულტურასთან ადაპტირების პროცესში. აკულტურაციის სიმპტომებზე, ფაქტორებზე, რომელიც უარყოფითად აისახება ადამინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სხვა კულტურაში სხვადასახვა მიზეზებით (სასწავლო ან შრომითი) მიგრაციის დროს ადაპტაციის პროცეში, ამ დროს არსებული გამოწვევების დაძლევის ფსიქოლოგიურ ხერხებზე და მექანიზმებზე.

განხილულ იქნა კულტურული შოკი, მისი სტადიები, რევერსიულ კულტურული შოკი, კულტურული კონფლიქტი, კულტურული რელატივიზმი და ეთნოცენტრიზმი, ასევე, ახალ კულტურაში ინტეგრაციის პროცეში არსებული კოლექტიური და ინდივიდუალური იდენტობის სტრატეგიები. ასევე,

ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ხერხები და ინტეგრაციის პროცესში ბალანსის პოვნის სტრტეგიები. 

 

შეხვედრის მეორე დღე დაეთმო ინტერკულტურულ კომუნიკაციას, კერძოდ, კომუნიკაციის პროცესს, მის შემადგენლ ნაწილებს, დამარწმუნებლ კომუნიკაციას,  ვერბალურ, წერით და არავერბალურ კომუნიკაციის  დამახასიათებლ  კულტურულ თავისებურებებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წერითი კომუნიკაციის მნიშველობას როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და საერთაშორისო დეპრატამენტებთან კომუნიკაციის პროცეში.

განხილულ იქნა განსხვავებები სხვადასხვა კულტურაში კომუნიკაციის და ეტიკეტის წესებს შორის,  ხაზი გაესვა კულტურისა და სოციალური ნორმების მნიშველობას ურთიერთობების პროცეში, ეტიკეტის წესებს საქმიანი შეხვედრების, სტუმრად მისვლის დროს. სასაუბრო თემების შერჩევას ფორმალურ და არაფორმალურ ურთერთობებში. 

პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნა კომუნკაციის პროცესი კონტაქტურ და დისტანტურ ერებში, გენდერის, ასაკის და კულტურასთან დაკავშირებული თავისებურებების მნიშნველობა კომუნიკაციის პროცეში.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო უკუკავშირს.  ჯგუფებში გაერთიანებულ სტუდენტებს მიეცათ საზღვარგარეთ სასწავლო  მობილობისას  მოსალოდნელი გამოწვევების და მისი დაძლევის გზების შესახებ მოსმენილი ინფორმაციის დამუშავების და პრეზენტაციის სახით წარდგენის შესაძლებლობა.

 

კურსში მონაწილე სტუდენტების გამოთქმული მოსაზრებები ზემოაღნიშნული ორდღიანი კურსის შემაჯამებლად:

  „გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებისთვის ჩატარებული შეხვედრები ერთგვარ საორიენტაციო ხასიათს ატარებდა. სტუდენტებმა მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზოგადად რას ნიშნავს უცხო ქვეყანაში მოხვედრა, ინტეგრაცია ახალ კულტურასთან. რა გამოწვევებს უნდა ველოდოთ და როგორ უნდა შევძლოთ მათი გადალახვა. დეტალურად ვისაუბრეთ კულტურათა თავისებურებებზე, ნორმებსა თუ ღირებულებებზე. ეს შეხვედრები სტუდენტებს დაეხმარება იმის გაგებაში, რომ განსხვავებული სულაც არ ნიშნავს უკეთესს ან უარესს, ყველა მოვლენა უნდა განვიხილოთ მათსავე კულტურულ კონტექსტში, მივიღოთ ეს განსხვავებები ჩვენს სასიკეთოდ და გამოვიყენოთ ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციებთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ადამიანთა ქცევებისა თუ განზრახვების გაგებაში. ის რეკომენდაციები, რომლებიც ამ შეხვედრაზე მივიღეთ, კიდევ უფროგაგვიმარტივებს მობილობის პერიოდს, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს გარკვეული სირთულეები. საბოლოოდ კი ჯგუფურმა სამუშაომ, სადაც ყველა სტუდენტი იყო ჩართული, ერთგვარად შეაჯამა ორივე შეხვედრაზე განვლილი მასალა და ნათლად დაგვანახა ის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რომლებსაც მომავალში აქტიურად გამოვიყენებთ“.

 

„ეს ორ დღიანი შეხვედრა პირველ რიგში საინტერესო იყო პერსონალურ დონეზე, რადგან შესაძლებლობა იყო გამეცნო სხვადასხვა ადამიანი, რომელთაც მომავალშიც სავარაუდოდ შევხვდები კვლავ. პერსონალური კონტაქტები კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრათა შინაარსს, ვიტყოდი, რომ ჩემთვის როგორც იურისტისთვის საინტერესო იყო. ხშირად იურისტები საკითხს უყურებენ კანონის ტექსტის თუ სამართლის სხვადასხვა ღიღებულებების ჭრილში. აქ კი შესაძლებლობა მომეცა, გარდა ღირებულებებზე დაყრდნობით გარკვეული შეფასებების გაკეთებისა, მესწავლა თუ როგორ შეიძლება სხეულის ენისა და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება ადამიანების შესაფასებლად განსაკუთრებით უცხო კულტურებში. ხანდახან გვჯერა, რომ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, გვავიწყდება და ვიქცევით ნებისმიერი სტანდარტული ადამიანის მსგავსად. ალბათ ყველაზე მეტი, რაც მე მომცა ამ შეხვედრებმა იყო ის, რომ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ სხვა კულტურის ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ მათზე ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. მართალია, ჩვენ კონკრეტულ ქვეყანაში მივდივართ გაცვლითი პროგრამით (მაგალითად ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში თუ ა.შ.), თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იქ სხვა ქვეყნებიდანაც იქნებიან გაცვლითი პროგრამით სტუდენტები. ამიტომ, როდესაც რეალურად მულტიკულტურულ სივრცეში აღმოვჩნდებით, სწორედ მაშინ დაგვჭირდება და გამოჩნდება თუ რა ხარისხით შევძლით რეალურად თქვენ მიერ წარმართული სალექციო საუბრებიდან ცოდნის აკუმულირება და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენება. მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია, რომ სტუდენტებთა აბსოლუტური უმრავლესობა შეძლებს სწორად შეაფასონ უცხო კულტურიდან მომავალი ადამიანის ქცევები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენთვის უცნაური იქნება.შეჯამებისთვის, ვფიქრობ მშვენიერი იდეაა გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის მსგავსი ღონისძიების შეთავაზება. წინა წლებში ეს გამოცდილება არ იყო და მივესალმები ამ სიახლეს. იმედია, მომავალ წლებშიც იქნება შეთავაზებული მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა თქვენ!“

 

 „შეხვედრას ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით:

  • აუცილებელია იმის გასააზრებლად, რომ ასეთი რაღაც არსებობს (თუ ფსიქოლოგიაზე ან მსგავს მეცნიერებებზე არ სწავლობს, სტუდენტებს არ მოეთხოვებათ ამის ცოდნა);
  • მონაწილე სტუდენტთა ერთმანეთში სოციალიზაციის ეფექტიანი საშუალებაა.

შეხვედრის თემატიკასთან დაკავშირებით:

  • დაგვეხმარება იმის გააზრებაში, რომ რაღაცას შეიძლება მარტივად ვუყურებდეთ, მაგრამ ასე მარტივიც არ არის. გარე ურთიერთობები მოითხოვს სიფრთხილესა და ყურადღებას;
  • შინაარსიბრივ დონეზე შესაძლებლობა მოგვეცა, პრაქტიკული მაგალითებით განგვეხილა შესაძლო გამოწვევები და გადაჭრის გზები, რაც, ცხადია, პოზიტიურად აისახება საზღვარგარეთ ცხოვრებაზე და მნიშვნელოვნად გაადვილებს ადაპტაციის პროცესს.“