- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი
- საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები თსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი 56 ქვეყანაში; თანამშრომლობს 100-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის „ერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2020 წლებში თსუ-ს სტუდენტების, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. 2015-2020 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 259 პროექტი; 1995-2020 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში.
გარდა ევროპულისა, თსუ-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში.
საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით თსუ-ში სწავლობს 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი.