საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი  სტაჟირებისათვის გრანტის მოსაპოვებლად თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

!!! სტაჟირების განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის შემდეგი აკადემიური მიმართულების სტუდენტებს: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, გერმანული ფილოლოგია, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენების გარდა), იურიდიული

 

დაფინანსების სრული ხანგრძლივობა:  3 (სამი) თვე;

მობილობის პერიოდი: სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დაფინანსების სრული მოცულობა თითო სტუდენტზე:  3.600 ევრო. 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერტ იფიკატი;

ბ) გერმანული ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate

გ) თსუ-ის მიერ ადმინისტრირებული უცხო ენების ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი ან 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა) ინგლისურ ან გერმანულ ენაში

დ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო გერმანული ან ინგლისური ენა)

ე) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებას.

 

 

მონაწილეთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ აქტიური სტიდენტის სტატუსი: გთხოვთ, ატვირთოთ დოქტორანტურის საფეზურზე ჩარიცხვის ბრძანების ასლი) ;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოცემული განცხადების პირველ ნაწილში, დაშვების წინაპირობებში მითითებული ცნობებიდან ერთ-ერთი);
  6. მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  7. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  8. მოტივაციის წერილი საკვლევი გეგმის მონახაზის ჩათვლით არაუმეტეს 3 გვერდისა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ ენაზე, რომელიც იქნება გრანტიორის სამუშაო ენა კვლევითი სტაჟირების პერიოდში;
  9. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული (Letter of Interest) დაინტერესების წერილი(ოფიციალური წერილი, ან ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული თანხმობა /დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
  10. რეკომენდაცია გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

 

 

კვლევითი სტაჟირების საგრანტო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სადოქტორო საფეხურის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გაგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 17 ივნისის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

გრანტი მოიცავს:

  1. კვლევითი რესურსებით სარგებლობის გადასახადისგან გათავისუფლებას;
  2. დაფინანსებას არაუმეტეს 3,600 ევროს ოდენობით

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (17 ივნისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ;
  • Covid-19 პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების შედეგად, გრანტის თანხის ჩარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და შესაბამის საბანკო სამსახურში რეგისტრაციის და ყველა სხვა ადგილობრივი პირობის დაკმაყოფილებიდან არაუადრეს 6 კვირისა;
  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობის, სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო