საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრისა და მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის და კულტურის საზაფხულო კურსში მონაწილეობისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

კურსის ხანგრძლივობა:  2021 წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით

 

კურსზე დასწრების ფორმა:

  1. კონტაქტური (ადგილმდებარეობა: კაუნასი და ვილნიუსი, ლიეტუვა)
  2. დისტანციური (ონლაინ ფორმატში).

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სტუდენტი დასწრების ფორმასთან დაკავშირებულ არჩევანს აკეთებს საზაფხულო კურსზე რეგისტრაციის გავლის დროს.

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა:

ა) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი) 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი ან 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური/ლიეტუვური ენა).

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. მიმღები უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღება წარდგენილ სტუდენტებზე.
  4. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს:
  • რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას ლიეტუვური ენის და კულტურის საზაფხულო კურსის შესარჩევი კანდიდატების კონკურსში;
  • სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიას და კულტურას მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის დამდასტურებელი ცნობა (აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  6. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე);
  7. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 
  8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 22 მარტის 17 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (22 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მიიღებს ელექტონულ შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:


     გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • საზაფხულო კურსზე კონტაქტური სახით დასწრების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას არაუმეტეს 600 ევროს ოდენობით
  • საზაფხულო კურსზე კონტაქტური დასწრების შემთხვევაში, სტუდენტმა თავად უნდა აანაზღაუროს საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის და სხვა ყველა შესაძლო ხარჯი;
  • აუცილებელია, მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვა (შესაძლებელია, მოთხოვნა იყოს PCR ტესტირების ჩატარებაზე, ან საკარანტინო სივრცეში დარჩენაზე), სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის, ასევე, Covid-19-თან დაკავშირებული სხვა ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე exchange@tsu.ge