ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრისა და მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის და კულტურის საზაფხულო კურსში მონაწილეობისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
კურსის ხანგრძლივობა: 2021 წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით
კურსზე დასწრების ფორმა:
- კონტაქტური (ადგილმდებარეობა: კაუნასი და ვილნიუსი, ლიეტუვა)
- დისტანციური (ონლაინ ფორმატში).
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სტუდენტი დასწრების ფორმასთან დაკავშირებულ არჩევანს აკეთებს საზაფხულო კურსზე რეგისტრაციის გავლის დროს.
კონკურსზე დაშვების წინაპირობაა:
ა) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი)
ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი ან 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური/ლიეტუვური ენა).
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- მიმღები უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღება წარდგენილ სტუდენტებზე.
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს:
- რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას ლიეტუვური ენის და კულტურის საზაფხულო კურსის შესარჩევი კანდიდატების კონკურსში;
- სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიას და კულტურას მშობლიურ უნივერსიტეტში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
- უცხო ენის დამდასტურებელი ცნობა (აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
- რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე);
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 22 მარტის 17 საათამდე!
!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:
- არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (22 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
- არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
- სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მიიღებს ელექტონულ შეტყობინებას;
- გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
- აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
- საზაფხულო კურსზე კონტაქტური სახით დასწრების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას არაუმეტეს 600 ევროს ოდენობით
- საზაფხულო კურსზე კონტაქტური დასწრების შემთხვევაში, სტუდენტმა თავად უნდა აანაზღაუროს საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის და სხვა ყველა შესაძლო ხარჯი;
- აუცილებელია, მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვა (შესაძლებელია, მოთხოვნა იყოს PCR ტესტირების ჩატარებაზე, ან საკარანტინო სივრცეში დარჩენაზე), სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის, ასევე, Covid-19-თან დაკავშირებული სხვა ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე exchange@tsu.ge