საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება წინასწარი შერჩევა ბუქარესტის უნივერსიტეტში (რუმინეთი) და ლა კორუნიას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პერსონალის მობილობისთვის!

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

1. ბუქარესტის უნივერსიტეტის შემთხვევაში:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებულ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული არიან თსუ-სა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის არსებულ ორმაგი პროგრამის მენეჯმენტში (დეკანი, დეკანის მოადგილე, ორმაგი პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული არიან თსუ-სა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის არსებულ ორმაგი პროგრამის საკოორდინაციო საქმიანობაში (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს ფაკულტეტის მიერ გაცემული წერილით)
  • თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პერსონალს

2. ლა კორუნიას უნივერსიტეტის შემთხვევაში:

  • ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის მართვაში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის
  • ეთნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალისთვის

 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.