საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მეშვიდე და მერვე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის 2021/2022 სასწავლო წლითვის პეკინის ტექნოლოგიური ინტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სრულ სამაგისტრო პროგრამაზე

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

 

კონკურსში მონაწილოების მიღება შეუძლიათ შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: იურიდიული, კომპიუტერული მეცნიერება, ქიმია, სან დიეგოს პროგრამის სტუდენტებს.

 

მობილობის ხანგრძლივობა: 2 წელი

 

სტიპენდია მოიცავს:

  • სწავლის გადასახადი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ყოველთვიური სტიპენდია - 3000 ჩინური იუანი

 

 

დაშვების წინაპირობა:

 

  1. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრის დიპლომის ქონა. აპლიკანტს 2021 წლის იანვარში დაგროვებული უნდა ჰქონდეს  მინიმუმ 205 კრედიტი;
  2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, (მინიმუმ 80 ქულა) და IELTS (მინიმუმ 5.5)  სერთიფიკატი;

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა);

 

3GPA- ის მინიმალური ზღვარი: 2.5

 

შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭებათ შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე სტუდენტებს!!!

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობის ასლი);
  2. CV Europass ფორმატში, ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხილეთ შესაძლო ვარიანტები ქვეთავში „დაშვების წინაპირობა“);
  5. ბაკალავრის დიპლომის დასკანერებული ასლი (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მხოლოდ);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მხოლოდ);
  7. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
  8. მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად 2021 წლის 18 იანვრის 13 საათამდე!

ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადის ატვირთვა ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია!

ელექტრონულად გამოგზავნილ განაცხადში ცვლილების შეტანა შეუძლებელია!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი