საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ვარშავის უნივერსიტეტში (პოლონეთი)

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და პოლონეთში

 

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

 

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად).

!!! სტიპენდია არ ფარავს სავიზო მოსაკრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, საერთაშორისო მგზავრობის ან სხვა დამატებით ხარჯებს.   

 

          

სასწავლო კურსების კატალოგი

 

 

დაშვების წინაპირობა:  

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:


ა) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 

 

ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა);


ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური).

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობის ასლი);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ დაშვების წინაპირობა);
  5. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  6. ბაკალავრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით;ინგლისურ ენაზე);
  8. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ ვარშავის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
  9. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);;
  10. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4  ნოემბრის 13 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე მითითებულ მეილზე;

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!