საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

დასაქმებული პროფესორები:

ინსტიტუტის მიზანი

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია   უაღრესად აქტუალური და დინამიკურად განვითარებადი  დარგია. ინსტიტუტის მიზანია, ამ სფეროში  კადრების დაოსტატებითა და  სამეციერო კვლევითი საქმიანობით,    ხელი შეწუყოს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიური ცოდნისა და უახლესი მიღწევების   გავრცელებასა და გამოყენებას  საქართველოში.

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ამზადებს მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოსებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომლებიც სპეციალიზდებიან ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის შესწავლაზე.  მათი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: პერსონალისა და ორგანიზაციის პროდუქტულობის განმსაზღვრელი ფაქტორების  კვლევა, ანალიზი;  ადამიანური და სოციალური კაპიტალის ფორმირება ორგანიზაციაში.

სწავლება

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგია,  შესაბამისად, ინსტიტუტი ორიენტირებულია სასწავლო პროცესში თეორიისა და პრაქტიკის მაქსიმალურ ინტეგრირებაზე; ის  სტუდენტებს    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის უახლეს მიღწევებსა და კვლევით მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას უქმნის.  პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენებით, პრაქტიკული, სასემინარო მუშაობის დროს სტუდენტები სწავლობენ  რეალურ ორგანიზაციულ სამყაროში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტას. ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლებს  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, რაც ეხმარება მათ,   მაქსიმალურად საინტერესო, პრაქტიკით გაჯერებული, სასწავლო გარემო შექმნან.  

შრომისა და ორგანიზაციის  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო  და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულია ისეთი აქტუალური საკითხების შეწავლაზე, როგორებიცაა: ორგანიზაციული ცვლილებები და განვითარება, თანამშრომელთა შრომითი განწყობები, სამოტივაციო პოლიტიკა, ლიდერობა, ორგანიზაციული კომუნიკაცია, ორგანიზაციული კულტურა;  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგები ფუნდამენტურად სწავლობენ  თანამშრომელთა შერჩევის, დაქირავების, ტრენინგისა და განვითარების,  შესრულებული სამუშაოს შეფასების, უკუკავშირისა და, ზოგადად,  ადამიანური რესურსის მართვის  საკითხებს;  ასევე, ბიზნესის ფსიქოლოგიის,  კარიერის  მენეჯმენტის, მომხმარებლის ფსიქოლოგიის, ორგანიზაციული კვლევის მეთოდოლოგიის საფუძვლებს...  ამასთან, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქიოლოგიის ინსტიტუტი საშულებას აძლევს სტუდენტებს, გააგრძელონ   აკადემიური კარიერა და  კვლევითი საქმიანობა ინსტიტუტის  შრომისა და ორგანიზაციის ფსქილოგიის სამაგისიტრო და სადოქტორო პროგრამებზე.  

კვლევა

სადოქტორო  პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტი ახორცილებს არაერთ აქტუალურ სამეცნიერო კვლევას.  ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა მიმართულია ისეთი აქტუალური   თემების შესწავლაზე,  როგორებიცაა: ორგანიზაციული სამართლიანობა, თანამშრომელთა კეთილდღეობა/ბედნიერება,  სამუშაო-ოჯახის ბალანსი,   სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი, ემოციური შრომა,  ტექნოლოგიების გავალენა, ორგანიზაციისადმი ერთგულება, პროდუქტული და კონტრპროდუქტული ორგანიზაციული ქცევები,   თანამშრომლის ხმა, ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაოს  რედიზაინი და სხვა.

დასაქმება

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან მოთხოვნადი სპეციალისტები შრომითი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ისინი  მუშაობენ საჯარო სექტორსა და  მსხვილ ბიზნეს კომპანიებში,  ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე, კვლევით და საკონსულტაციო კომპანიებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  მათ  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოში შრომისა და ორგანიზაციის ფსქიოლოგიისა და ადამინური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.