განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
ინსტიტუტში გაერთიანებულია 6 პროფესორი:
ინსტიტუტის მიზანია
ინდივიდის განვითარების, სწავლისა და სოციალიზაციის პროცესების, მათ საფუძვლად მდებარე მექანიზმების შესახებ სასწავლო კურსების შექმნა და განვითარება;
სწავლა-სწავლების ფსიქოლოგიური მექნიზმების და ეფექტიანი დიზაინების შესწავლა, აგრეთვე, ამ პროცესში ჩართული პიროვნული, სოციალური, ემოციური, ინსტიტუციონალური და გარემოს ფაქტორების კვლევა;
განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევების განათლების პოლიტიკიასა და პრატიკაში ინპლიმენტაციის მხარადაჭერა.
მიზნების განხორციელებას ინსტიტუტი ახდენს შემდეგი გზებით:
- სწავლა-სწავლების პროცესის და კონსტრუქტების კვლევა, საკვლევი ინსტრუმენტების ადაპტირება;
- საგანმანათლებლო პროგრამების, მოდულებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში კონსულტირება, აგრეთვე შეფასება და მონიტორინგი;
- სფეროში არსებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურისა და საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა, განხილვა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მორგება;
- განათლების ფსიქოლოგიის სფეროთი დაინტერესებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, კონსულტირება და რეკომენდაციების გაცემა;
ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
სამაგისტრო პროგრამა: “ განათლების ფსიქოლოგია და კვლევა”
სადოქტორო პროგრამა: “განათლების ფსიქოლოგია”
ინსტიტუტის პროფესურა ფარავს ისეთ კვლევით საკითხებს, როგორებიცაა:
სწავლა -სწავლების პარადიგმები, Whole child კონცეფცია, ინკლუზიური განათლება; ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პრინციპები;
მოზრდილთა სწავლა -სწავლება, უწყვეტი განათკლების საგანამანთლებლლო და ფსიქოლოგიური კონცეფცია;
სწავლის მიზნები, აკადმიური მე კონცეფცია, აკაემიური მიღწევა და მისი ეტაპები, თვითრეგულაცია; თვითმართული სწავლა
სწავლა-სწავლების დიზაინი, სწავლების სტილი და ინდივიდუალური თავისებურებები;
ცოდნნის სტრუქტურა და სწავლის პროცესი; სიღრმისეული სწავლება; სწავლა-სწვალების კულტურული, ეთნიკური და გენდერული კვლევები. მშობელთა/თემის ჩართულობა;
აკადემიური კეთილდღეობა, ემოცია და სწავლა, მოტივაცია და სწავლა; თვითეფეტიანობა; სოციალიზაცია, როგორც სწავლის პროცესი;
კოგნიტური პროცესები სწავალა-სწავლების პროცესში, კრიტიკული აზროვენება და მისი კომპონენტები; ინტელექტი და გამოცდილება; მეტაკოგნიცია; კომპონნეტური უნარები;
განათლების კვლევები და გაზომვების კონცეფცია
შეფასების დიზაინები და მთავარი კონსტრუქტები; ავთენტური შეფასება; ცვლილებების შეფასება; ალტერნატიული შეფასება