eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

24-24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IV ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია  „60 Years of the UN Covenants: Bridging Rights Gaps for Vulnerable Groups" გაიმართა.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპული თანამშრომლობის ეგიდით მოქმედ COST Action (BLUE-RIGHTS)-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე Jean Monnet Center of Excellence-ის ეგიდით ჩატარდა.  

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდა შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, თურქეთი, ავსტრია, უნგრეთი) 30-მდე წამყვანი მეცნიერი, მკვლევარი და მაღალი რანგის პრაქტიკოსი.  

ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მორის შალიკაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, UNICEF Georgia-ს წარმომადგენელმა საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანიმ და COST Action (BlueRights)-ის თავმჯდომარემ, ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა პეტრიგიმ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა,  პროფესორმა ირინე ქურდაძემ.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ოთხი პლენარული სესიის დროს განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

  • ჯანმრთელობის უფლების განვითარება ზღვაზე: სამართლებრივი ჩარჩოები, მმართველობა და ცისფერი უფლებები

მოდერატორი: დოქტ. ეკა სირაძე (თსუ)  

მთავარი თემები: ადამიანის უფლებები ზღვაზე, მეთევზეთა და მეზღვაურთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებათა პაქტების ინტერპრეტაცია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში.  

  • ადამიანის უფლებათა უნივერსალური დაცვა პრაქტიკაში: საერთაშორისო პაქტების განხორციელება ცვალებად სამყაროში 

 

მოდერატორი: პროფ. დოქტ. ირინე ქურდაძე (თსუ)  

მთავარი თემები: გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სისტემის რეფორმირება, გაეროს პაქტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ურთიერთქმედება, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და გარემოსდაცვითი/საკუთრების დავების სასამართლო პრაქტიკა. 

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მოწყვლადობა საზღვაო გარემოში 

მოდერატორი: პროფ. დოქტ. ირინი პაპანიკოლოპულუ  

მთავარი თემები: მეზღვაურთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და უსაფრთხოება გემზე, შრომითი უფლებები, როლი ზღვაზე და ადამიანური ფაქტორის გამოწვევები საზღვაო სფეროში.  

  • ადამიანის უფლებათა უნივერსალური დაცვის განვითარება: რეაგირება ახალ მოწყვლადობებსა და წარმოქმნილ რისკებზე 

მოდერატორი: პროფ. დოქტ. დავით პატარაია (თსუ)  

მთავარი თემები: ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და თანაბარი განათლების უფლება, შშმ პირთა უფლებები, არარეგულარული მიგრანტების გამოწვევები, პერსონალურ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების რისკები და საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება.

 

კონფერენციის მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება განაპირობა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მაღალი რანგის პრაქტიკოსების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების აქტიურმა მონაწილეობამ, მათ შორის

 

ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობდნენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები და მკვლევრები:  

  • პროფ. დოქტ. ირინი პაპანიკოლოპულუ;   
  • დოქტ. კონსტანტინე კორკელია (თსუ პროფესორი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი 2025-2028 წლების ვადით);   
  • სამართლის დოქტორი ბექა ძამაშვილი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე);   
  • სამართლის დოქტორი თამარ გვარამაძე (საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თსუ ასოცირებული პროფესორი);   
  • სამართლის დოქტორი ნიკო თათულაშვილი (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი);   
  • სამართლის დოქტორი ირინე ქურდაძე (თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი);   
  • სამართლის დოქტორი ეკა სირაძე (თსუ ასოცირებული პროფესორი, COST ACTION Blue Rights კომიტეტის წევრი);   
  • სამართლის დოქტორი თამარ ზარანდია (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);   
  • სამართლის დოქტორი ნანა მჭედლიძე (თსუ ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი);   
  • სამართლის დოქტორი ნინო რუხაძე (თსუ ასისტენტ-პროფესორი);   
  • სამართლის დოქტორი ხათუნა ბურკაძე (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი);   
  • სამართლის დოქტორი ნათია კალანდარიშვილი-მიულერი (ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ მოწვეული ლექტორი);   
  • სამართლის დოქტორი ნიჰან სენსბურსი (ორდუს უნივერსიტეტი, თურქეთი);   
  • სამართლის დოქტორი პატრიშია კენედი (კორკის უნივერსიტეტი, ირლანდია);   
  • სამართლის დოქტორი ბენედიქტ ჰარცელი (გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია);   
  • სამართლის დოქტორი კატარზინა ზომბორი (ცენტრალური ევროპის აკადემია, უნგრეთი).   

ეს ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამართლის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის.