საჯარო ლექციების სერია საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე
2020 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ, სამართლის დოქტორ ელმარ გიემულას საჯარო ლექციები ს სერია საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე ( ინგლისურ ენაზე ). ღონისძიება ჩატარდა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირინე ქურდაძისა და მოწვეული პროფესორის დავით გეფერიძის ჩართულობით
პროფესორ ელმარ გიემულას დაახლოებით 40 წლი ანი გამოცდილება აქვს საავიაციო პოლიტიკაში, სამართალ სა და ადმინისტრაციაში. იგი არის საავიაციო სამართლის პროფესორი ბერლინის უნივერსიტეტში, ემბრი-რიდლის სახელობის აერონავტიკის უნივერსიტეტში და რეგულარული საჯარო სპიკერი სხვა დასხვა ინსტიტუტებსა და კონფერენციებში.
პროფესორ ელმარ გიემულა არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საერთაშორისო, ევროპულ და გერმანიის საავიაციო სამართალ ში.
იგი არის არა ერთი კონფერენციის ორგანიზატორი საავიაციო საკითხებთან დაკავშირებით და აქვს მომზადებული სამართლებრივი დასკვნები საჰაერო სამართლის სხვადასხვა ასპექტებზე.
პროფესორი ელმარ გიემულა აქტიურად მონაწილეობდა სამთავრობო კონსულტაციებში სამოქალაქო ავიაციის აქტებისა და სამოქალაქო ავიაციის რეგულაციების შემუშავებისთვის, საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის ფონზე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების შეცვლის ა ან აღსადგენად.
პროფესორ ი გიემულა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თვითმფრინავის MH17 -ის საქმეზე გერმანელ დაზარალებულთა ოჯახებ ს.
ონლაინ ლექციების სერიაზე განიხილა შემდეგი თემები:
- Introduction to International Aviation Liability Law;
- The Concorde Crash on 25 July 2000;
- The Midair-Collision above Lake Constance on 1 July 2002 (Bashkirian Airlines);
- The Downing of MH17 Above Eastern Ukraine On 17 July 2014;
- The Boeing MAX737 Affair.
ლექციებს 40-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. მთელი კურსის მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატები.
ონლაინ ლექციების ციკლი ინიცირებულია და ორგანიზებულია საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ.
თარიღი: 16/10/2020