საჯარო ლექცია - "ა.შ.შ - ს კონსტიტუციის შესწორებები ადამიანის უფლებების შესახებ"
სამშაბათს, 16 მაისს, 13:00-ზე, ფლორიდას შტატის მოსამართლე - მარკ სპაიზერის და ადვოკატის რობერტ თრეჩმენის საჯარო ლექცია თემაზე - „ა.შ.შ-ს კონსტიტუციის შესწორებები ადამიანის უფლებების შესახებ“
საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ ა.შ.შ-ს კონსტიტუციის შესწორებების მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაში და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში. ასევე, ლექციის ბოლო ეტაპი გაიმართება დისკუსიის ფორმატში.
ლექცია ჩატარდება თსუ-ს II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში.
ხანგრძლივობა - 1.5 საათი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
თარიღი: 14/05/2023