eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია" პრეზენტაცია.

7 აპრილს, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია" პრეზენტაცია. პრეზენტაცია შედგა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის ეგიდით.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, სამართლის დოქტორი, ნინო გვენეტაძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, მორის შალიკაშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ირინე ქურდაძე. გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მონოგრაფიის მნიშვნელობაზე, როგორც თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართების სიღრმისეულ კვლევაზე და რომ კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში, ნაშრომს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთა აქვს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისთვის.  
პროფესორმა ირინე ქურდაძემ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის  „დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში“  ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ეკა სირაძის მნიშვნელოვანი წვლილი პროექტის ფარგლებში, მათ შორის: უნივერსიტეტში საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და ადამიანის უფლებების კურსის განახლება, ასევე DRG-ის ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე კვლევითი ნაშრომის შემუშავება, მათ შორის  პროექტის ფარგლებში (პროექტის ფარგლებში მომზადდა) მომზადდა რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო პრესტიჟული გამოცემებისთვის - „საქართველოს კონსტიტუციური იდენტობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კონტექსტში“ და „ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების რეალიზაცია“. გარდა ამისა, უხელმძღვანელა დოქტორანტურის საფეხურზე სადოქტორო სასემინარო კვლევებს. ცენტრის ფარგლებში ასევე აქტიურად ტარდება საჯარო ლექციები და ტრენინგები, რაც ხელს უწყობს აკადემიური ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი დიალოგის გაძლიერებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, ეკა სირაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მონოგრაფიის ძირითადი დებულებები. ავტორმა აღნიშნა, რომ  ნაშრომში დეტალურად არის ასახული უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ეროვნულ დონეებზე განხორციელებული ყველა სახელშეკრულებო და საკანონმდებლო ინიციატივა ისევე, როგორც საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებები,  რომლებიც ეხება შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვებში ზოგადად ნაოსნობის და განსაკუთრებით, სამხედრო, ბირთვული და სხვა სახიფათო ტვირთების გადამზდავი გემების ნაოსნობის უფლებას.
მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა პროფესიული საზოგადოების აქტიური  ჩართულობით.