ონლაინ დისკუსია
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია სტუდენტებისათვის „სივრცის შექმნა დიალოგისათვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს მხარი დაუჭერა აშშ ფილადელფიის უნივერსიტეტის დიალოგის ინსტიტუტმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საბაკალო საფეხურის სტუდენტებმა, რომლებსაც მიმდინარე სემესტრში არჩეული აქვთ საგანი „საერთასორისო ორგნიზაციების სამართალი და ტრანსნაციონალური კორპორაციები“.
დისკუსიის ფარგლებში პროფესორ ირინე ქურდაძის და დოქტორანტ/მოწვეული ლექტორის მერი კაპანაძის მოდერატორობით გა ნხილ ული იყო ეროვნული/ეთნიკური /რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, როგორც მრავალფეროვნების ხელშემწყობი ინსტრუმენტი საქართველოში.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- ეთნიკური/ეროვნული/რელიგიური უმცირესობების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება
- ეთნიკური/ეროვნული/რელიგიური უმცირესობების უფლებების განმტკიცება
- ტოლერანტობის, კულტურათშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერა
- მულტიკულტურული განათლების წახალისება
პროექტის ფარგლებში, დაგემილია სხვადასხვა ღონისძიებები სემესტრის განმავლობაში.
თარიღი: 09/10/2020