საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - ანა მონტავონი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში - ონისიმე ცხომელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა - პროფ. ირინე ქურდაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ასისტენ პროფ. გიორგი დგებუაძემ და მოწვეულმა ლექტორმა - ნათია კალანდარიშვილი-მიულერმა სტუმრებს ფაკულტეტის და ინსტიტუტის საქმიანობა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უკვე არსებული მყარი ურთიერთობის გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობები.
თარიღი: 13/06/2023