საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

4 თებერვალს, 15:00 საათზე მე-2 კორპუსის 119-ე აუდიტორიაში გაიმართა ტარტუს უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის პროფესორის ლაური მალკსოოს წიგნის: „Russia, the Soviet Union, and Imperial Continuity in International Law“  პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა Oxford University Press- მიერ.  სხვა თემებთან ერთად, იგი იკვლევს ქართლისა და კახეთის რუსეთის/საბჭოთა კავშირის მიერ ანექსიას, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიას 1921 წელს.

 

გვსურს პროფესორს მადლობა გადავუხადოთ მისი წიგნის პრეზენტაციისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის ეგიდით.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფიგურა, რომელმაც პროფესორ მალკსოოს ამ წიგნის დაწერა შთააგონა, იყო საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამაარსებელი აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ალექსიძე.  წიგნში  ასევე მოხსენიებულია კიდევ ერთი საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი იურისტი, რეჯინალ დეკანოზოვი და ვრცლად არის რეფერირებული სხვა ქართველ მეცნიერთა ნაშრომები.