ფლორიდის შტატის მოსამართლე - მარკ სპაიზერი და ადვოკატი რობერტ თრახმანი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ეწვივნენ.
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, 11-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ - მოსამართლე მარკ სპაიზერი და ადვოკატი რობერტ თრახმანი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაუძღვნენ ინგლისურენოვან ინტენსიურ კურსს თემაზე - „სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი ა.შ.შ-ში“. ინტენსიური კურსი შეთავაზებული იყო იურიდიული ფაკულტეტისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ასევე, მოსამართლე მარკ სპაიზერმა და ადვოკატმა რობერტ თრახმანმა, ჟან მონეს კათედრის (Jean Monnet Chair - "Understanding EU Policy for Equality”) ფარგლებში გამართეს 2 საჯარო ლექცია:
- „ა.შ.შ-ს კონსტიტუციის შესწორებები ადამიანის უფლებების შესახებ“
- „სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის სახე, ა.შ.შ-ში“
საჯარო ლექციებს დაესწრნენ, როგორც თსუ-ს, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გულწრფელ მადლობას უხდის მოსამართლე მარკ სპაიზერს და ადვოკატ რობერტ თრახმანს გამოჩენილი ინტერესისთვის.
იხილეთ ინტერვიუ მოსამართლე მარკ სპაიზერთან.
თარიღი: 18/05/2023