საერთაშორისო სამართლის სტუდენტებმა, ადამიანის უფლებების შესახებ იმიტირებული პროცესი მოიგეს!
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ულოცავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ გამარჯვებას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი სრულიად საერთაშორისო სამართლის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებისგან იყო დაკომპლექტებული - ციცი გიგოიძე, ნაია სისაური, დავით ხვისტანი.
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“(ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას.
გამარჯვებული გუნდი, ელსა ჯორჯიას დაფინანსებით, მონაწილეობას მიიღებს ჰელგა პედერსენის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში.
თარიღი: 26/05/2023