პროფესორ კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია
17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სიცოცხლის უფლების დაცვა: ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და საქართველო”. საჯარო ლექცია წაიკითხა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.
ლექცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ეგიდით.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე.
საჯარო ლექციიის შემდგომ გაიმართა დისკუსია.
საჯარო ლექცია ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში.