თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი მალტაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მალტაში.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცი ეწვია საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინტიტუტსა და მატლის უნივერსიტეტს.
საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინტიტუტში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ IMLI-ს სტუდენტებს და გამართეს შეხვედრები ინსტიტუტის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინტიტუტს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ხოლო, მალტის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შესხვდენენ, მალტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს - ასოცირებულ პროფესორს ივან სამუტს (მალტას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ევროპული და შედარებითი სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), პროფესორ პატრიცია ველა დე ფრემოქსსა (მალტას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და სამართლის დოქტორ ფელისიტი ატარდს, სადაც მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დაისახა.
თარიღი: 9/06/2023