საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოცირებული პროფესორი, კრისტოფერ კელი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ეწვია.

 

საერთაშორისო სამართლი ინსტიტუტმა უმასპინძლა არკანზასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კრისტოფერ კელის. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები.

 

აღსანიშნავია, რომ პროფ, კელი 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, ონლაინ ჩაერთო საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საფეხურზე, „აკადემიური წერის“ საგნის, სასწავლო პროცესში ლექტორ ქ-ნ თამარ ალექსიძესთან ერთად.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც პროფესორმა ისაუბრა იურიდიული ტექნიკის სტანდარტების თავისებურებებზე და გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები/რჩევები სტუდენტებს.

 

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, საჯაროდ უხდის მადლობას პროფ. კელის ვიზიტისთვის და გამოჩენილი ინტერესისთვის.

 

 

თარიღი: 11/05/2023