ასისტენ-პროფესორი, მარიამ კევლიშვილი, Erasmus+ პროგრამით ბიალისტოკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
8-13 მაისს, საერთაშორისო სამართლის აკადემიური პერსონალის წევრი, ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი მარიამ კევლიშვილი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა პოლონეთში, ბიალისტოკის უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამიის ფარგლებში, დოქტორი მარიამ კევლიშვილი გაუძღვა 1 კვირიან ლექციათა ციკლს, გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის მიგრაციის საკითხებზე.
ასევე, დოქტორი მარიამ კევლიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ბიალისტოკის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, დეკანის მოადგილეს - პროფ. იზაბელა კრაშნიცკასა და ევროპული სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენელს - პროფ. იოანა ვრონშკას. შეხვედრის ფარგლებში, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები.
თარიღი: 15/05/2023