საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხაელ რიპლის საჯარო ლექცია

 

თსუ, იურიდიული ფაკულტეტი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 22 მაისს მასპინძლობდა  სამართლის დოქტორს მიხაელ რიპლს  კიოლნის უნივერსიტეტიდან. სტუმარმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “How Modern Warfare Challenges International Humanitarian Law (IHL) – Case Studies from Current Armed Conflicts.” ლექციის ფარგლებში  სტუდენტს მიეცათ შესაძლებლობა ინტერაქტიულ ფორმატში ემსჯელათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე.

 

ასევე შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორთან პროფ. ირინე ქურდაძესთან და ასისტენტ- პროფესორთან მარიამ კევლიშვილთან, რომელზეც განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

მაიკლ რიპლს დამთავრებული აქვს  ჟენევის აკადემის სამაგისტრო პროგრამა სპეციალიზაციით  საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებებში და მოპოვებული აქვს  დოქტორის ხარისხი კოლნის უნივერსიტეტში.  ამჟამად მაიკლი პოსტდოქტორანტი მკვლევარია (Habilitand) პროფესორ ანგელიკა ნუსბერგერთან  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის აკადემიაში.

 

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ მიხაელ რიპლს გამოჩენილი ინტერესისთვისა და სტუდენტებისათვის თავისი გამოცდილების გაზიარებისათვის.