2024 წლის 4-8 ოქტომბერს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ჩაატარა საშემოდგომო სკოლა „ახალგაზრდობის გაძლიერება: თანასწორობისა და ჩართულობის ერთობლივი ფორუმი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სამართლის სტუდენტებისთვის“. ეს უნიკალური პროექტი განხორციელდა DAAD-ისა და EU4Dialogue-ის ფასდაუდებელი მხარდაჭერით. მიმდინარე ინიციატივა იყო წინა წლის პროექტის გაგრძელება, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტების შეფასებებს.
საშემოდგომო სკოლამ გააერთიანა 21 გამორჩეული სტუდენტი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. სკოლამ შექმნა ინკლუზიური გარემო, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პროექტის ყველა შემდგომ ეტაპზე, მონაწილეთა მრავალფეროვანი წარმოშობის გათვალისწინებით.
სკოლა დაიწყო გახსნითი ღონისძიებით, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ - გიორგი დგებუაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლიკა ღლონტი, DAAD-ის რეგიონული ოფისის EU4Dialogue-ის უფროსი პროექტის მენეჯერი, ირინე ქურდაძე, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
განსაკუთრებული პატივი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების — პროფესორი, სამართლის დოქტორი ანია ზაიბერტ-ფორისა და პროფესორი, სამართლის დოქტორი ლადო ჭანტურიას მონაწილეობა სპიკერებად.
შემოდგომის სკოლა ჩატარდა საქართველოს, საბერძნეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიისა და უნგრეთის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, მათ შორის: სამართლის დოქტორი ბენედიქტ ჰარცლი, სამართლის დოქტორი კირიაკი ტოპიდი, პროფესორი, სამართლის დოქტორი იურგენ პირკერი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ალესანდრო ბუფალინი, დოქტორი კატარზინა ზომბორი, პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ქურდაძე, პროფესორი, სამართლის დოქტორი კონსტანტინე კორკელია, პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით პატარაია, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ეკა სირაძე, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი მარიამ კევლიშვილი, სამართლის დოქტორი თამარ ალექსიძე.
ყველა სპიკერმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში სკოლა გაგრძელდა ლიკანსა და ბორჯომში. ამ პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აკადემიურ წრეებთან ერთად