არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორის ვერბალური, ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც კი.
კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს არავერბალური კომუნიკაციის რაობა, ძირითადი ტერმინები და მისი სხვადასხვა ფორმა ინტერპერსონალურ, ინტერკულტურულ, მასმედიისა და ონლაინ კონტექსტში; გენდერული და კულტურული განსხვავებები არავერბალურ კომუნიკაციაში.
კურსის ფარგლებში მსმენელები გამოიმუშავებენ არავერბალური მანიშნებლების ინტერპრეტაციისა და რეგულაციის უნარებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ არავერბალური კომუნიკაცია ეფექტიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობების დასამყარებლად, მათ შორის პრეზენტაციის, მოლაპარაკების, ინტერვიუს და სხვა პროცესში.
კურსი მოიცავს არავერბალური კომუნიკაციის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: სახის გამომეტყველება, ჟესტები, პოზა, პარალინგვისტიკა, პიროვნული სივრცე და ფიზიკური გარეგნობა; ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა ემოცია, ძალაუფლება და მოტყუება/სიცრუე არავერბალური კომუნიკაციაში.
სამიზნე აუდიტორია: ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც დასრულებული აქვს ზოგადი განათლება.
კურსის ხანგრძლივობა: 18 სთ.
სწავლების ენა: ქართული
კურსის ღირებულება: 400 ლარი.
თსუ-ის თანამშრომლებისათვის და სტუდენტებისათვის 350 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მიღებისთვის აუცილებელი პირობები: სერიტფიკატის მისაღებად აუცილებელია ტრენინგის მინიმუმ 80%-ზე დასწრება და საბოლოო პრაქტიკული დავალების (მოდელირებულ ტრენინგში) წარმატებით შესრულება.
ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 225 04 84 (შიდა ნომერი 1466 ან 1465)
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად (კურსის საფასურს იხდით შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
ანასტასია ქიტიაშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი (PhD), თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.