სასერთიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები: შოთა ბარბაქაძე, მიხეილ მახვილაძე, ანდრო გელაშვილი
სასერთიფიკატო კურსის მიზანია, დაინტერესებულ ადამიანებს მისცეს ცოდნა დრონების შესახებ. შეიქმნას ისეთი გარემო სადაც, ინდუსტრიასა და აკადემიურ წრეებს შორის მოხდება კავშირების დამყარება. კურსის წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან პარტნიორ კომპანიებში.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: სასურველია ინჟინერიის მიმართულებით ცოდნის ქონა. ინგლისური ენის B1 ზე ფლობა.
სასერთიფიკატო კურსი მოიცავს 10 სალექციო შეხვედრას და პრაქტიკულ სამუშაოებს დრონების ლაბორატორიაში, რომელიც მოწყობილია თსუ ფაბლაბში;
კურსის მოიცავს შემდეგ საკითხებს:
* დრონებთან დაკავშირებული ტექნიკური ტერმინოლოგია;
* დრონის საერთო კომპონენტების აღწერა და დადგენა;
* დრონის სხვადასხვა ღერძზე დამოკიდებულება და მათი ურთიერთქმედება;
* FPV-ს მახასიათებლები;
* ზოგადი ცოდნა დრონის საბოლოო აწყობაზე;
* აღჭურვილობა და პროგრამა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გასაზომად და მონიტორინგისთვის;
* დრონის სამოქალაქო აპლიკაცია;
* საჭირო ტექნიკური საკითხები;
* მეწარმეობის ძირითადი საფუძვლები - რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი იდეა სიცოცხლისუნარიან ბიზნესად აქციოთ.
კურსის მოცულობა: 24 საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.