სასერტიფიკატო კურსის მიზანია, მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ მათი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის სფეროში.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: საშუალო განათლების საბაზო საფეხური და მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციური საფრთხეების შესახებ (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური);
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებული ქართული და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო მოთხოვნები;
- საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხები;
- სურსათის ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
შეძლებენ:
- მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
- მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (HACCP) დანერგვის პროცესში;
- უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელებას;
- სისტემის მუდმივი გაუმჯობესაბისათვის ზრუნვას;
- სურსათის საწარმოების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის მომზადებას;
- სხვადასხვა პროფილის საწარმოში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
- შეუსაბამობების და მათი გამომწვევი ფაქტორების ამოცნობას და სურსათის ბიზნესოპერატორისათვის შესაბამისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიწოდებას;
- კომუნიკაციის დამყარებას ბიზნესოპერატორებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სხვა სუბიექტებთან.
სასერტიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები:
გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
კურსის მოცულობა: 36 საათი.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 555603080.; 599318133; ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ქეთევან დადიანი - შპს „გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილე; თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან არის -საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და ვიცე–პრეზიდენტი; 2020 წლის თებერვლიდან არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.
თსუ-ს დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამების ფარგლებში სასერტიფიკატო და ტრეინინგ-კურსების „სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა“; „სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი“, „სურსათის უვნებლობა ბიზნესოპერატორებისათვის“, „სურსათის ნიშანდება“, -ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი; 2012 წლიდან დღემდე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი; არის პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის წევრი. 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის რევიზიისა და განახლების მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი. არის გამოგონების პატენტმფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტებში (პროექტების ხელმძღვანელის, საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტის და ტრენერის რანგში), მათ შორის - სურსათის უვნებლობის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ფაქტიური კვებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებული საფრთხეების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების და არსებული რისკების შემსწავლელ კვლევებში.