ტრენინგ კურსის ხელმძღვანელი და ტრენერები: ალექსი მინდაძე, მედ. მეცნ. დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი; პროფ. რუსუდან ქარსელაძე, პედიატრი; პროფ. ლია ჟორჟოლაძე, პედიატრი; ექიმი მეგი გეორბელიძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი; ექიმი ია ჯალაღანია, სასწრაფო დახმარების პედიატრი; ექიმი ნინო ყურაშვილი, ბავშვთა ინფექციონისტი;
კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების: საბავშვო ბაღების, ბავშვთა სახლების და ა.შ. აღმზრდელები, ექთნები, სხვა პერსონალი, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმების მაძიებლები; ასევე სხვა დაინტერესებული პირნი;
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ექთნის კვალიფიკაცია, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის კვალიფიკაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმება. დასაქმების მაძიებლობის შემთხვევაში - სრული საშუალო განათლება; დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის მიზანია: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვისათვის პირველი (გადაუდებელი) დახმარების გაწევის ჩვენებების, წესებისა და მეთოდების შესწავლა. სათანადო ყურადღება დაეთმობა უნარშეზღუდულ პირთა პირველი დახმარების მეთოდების შესწავლას, როდესაც საჭიროა რიგი სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება, რაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
მსმენელები შეისწავლიან ბავშვისათვის პირველი (გადაუდებელი) დახმარების გაწევის ჩვენებების იდენტიფიცირებას, დახმარების გაწევის წესებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას. შეძენილი ცოდნა დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პერსონალს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა დროულად და ეფექტურად ჩატარდეს საჭირო მანიპულაციები დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად ისე, რომ აცილებულ იქნას უცოდინრობით გამოწვეული დახმარების არასწორი მეთოდების გამოყენება, რადგან პირველი დახმარების არასწორად გაწევამ, შესაძლებელია, დაზარალებულს დამატებითი ზიანი მიაყენოს. უნარშეზღუდულ პირთა მიმართ გასაწევი პირველი დახმარების მეთოდები და წესები, არსებული პათოლოგიის გათვალისწინებით, შესწავლილი იქნება კურსის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: სრული კურსი 6 მოდული - 42 საათი;
კურსის ღირებულება: 200 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ).
ელფოსტა: registration@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.