ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ,ხელი შეუწყოს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ეფექტური პროექტების წერისათვის.
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის.
კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს:
- საპროექტო განაცხადის მზადების ციკლი;
- სიტუაციის ანალიზის / პრობლემის განსაზღვრის და პროექტის მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბების ტექნიკები;
- პროექტის მოცულობის განსაზღვრის ძირითადი პრინციპები;
- საპროექტო განაცხადის კომპონენტები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
- პროექტის მდგრადობისა და დისემინაციის სტრატეგიის შემუშავების პრინციპები;
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავების პრინციპები;
- ბიუჯეტი შედგენის პრინციპები;
კურსის ჩატარების თარიღები: 11, 13 მარტი
კურსის ღირებულება: 80 ლარი. (თსუ-ს სტუდენტებისათვის - 70 ლარი)
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირველი კორპუსის გვერდით, მეორე სართული ). ტელ .: 225 04 84, (შიდა ნომერი: 1465 ან 1466). ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge(ტრენერის საკონტაქტო ინფორმაცია: 577 248 848)
კურსის ავტორი და ტრენერია ქეთი ცინცაძე, ლექტორი, ტრენერი, უწყვეტი განათლების ექსპერტი. ქეთი ცინცაძე ასევე უძღვება ტრენერების ტრენინგს. არის რამდენიმე წარმატებული საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანაავტორი. აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.