საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერი გოჩიაშვილი

მერი გოჩიაშვილი 9 წელია რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ბიბლიოთეკაში წარმატებულ საქმიანობაში თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული ცოდნა ეხმარება. წლებია საბიბილიოთეკო საქმიანობას და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას უძღვება. მერი 2018 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოცხადების პერიოდში მერი უკვე ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო,  ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მის გადაწყვეტილებაზე ესწავლა ბიბლიოთეკარის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. „პროფესიული საგანამათლებლო პროგრამის გამოცხადებისთანავე შევიტანე საბუთები, სწავლის პერიოდში ბევრი რამ გავიგე საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ტერმინოლოგიის შესახებ. დროის სწორად გადანაწილება ვისწავლე. გვასწავლიდნენ ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრები და საბოლოო ჯამში, ეს პროგრამა ჩემი საქმიანობის დახვეწაში ძალიან დამეხმარა“,-აღნიშნა მერი გოჩიაშვილმა. მერი 2018 წლის კურსდამთავრებულია.

 

მისი ისტორია თსუ ბიბლიოთეკაში დასაქმების შესახებ კეთილ ზღაპარს გავს. 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ზუსტად იმ წელს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. „როდესაც თსუ-ში ჩავაბარე, იმ პერიოდში ასეთი ტრადიცია იყო: უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დადგმულ ნაძვის ხეზე სტუდენტები სურვილებს ვაბამდით. ჩემი სურვილი  ბიბლიოთეკაში დასაქმება იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაარკვია ვისი სურვილი იყო. ისიც გაიგეს, რომ სამკითხველო დარბაზში ძალიან დიდი სიხშირით დავდიოდი და სამი თვით ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ ამიყვანეს. მოგვიანებით ხელშეკრულება გამიგრძელეს და დღემდე ბიბლიოთეკაში ვმუშაობ“,- განაცხადა მერი გოჩიაშვილმა.

თარიღი: 23/01/2023