თსუ-ის დაარსების დღიდან, არაერთი პროფესორი, საკუთარი ინიციატივით მუშაობდა სკოლის მოსწავლეებთან, უტარებდა სასწავლო/საგანმანათლებლო ლექციებს. 2007/08 წლებში, ჩვენს ქვეყანაში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლასთან მუშაობის სისტემური პროექტი - „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა. „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ - მრავალ საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის, მოსწავლისათვის მისაწვდომი და უსასყიდლოა.