"ლიტერატურული ოდისეა" - წიგნის მოყვარულთა კლუბი მოზარდებისთვის
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი 12-იდან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს გიწვევთ ახალ თავგადასავალში
პროექტის მიზანია მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ტექსტის სიღრმისეული ანალიზისა და დისკუსიის კულტურის განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მსოფლიო და ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშებს, იმსჯელონ ავტორის ჩანაფიქრზე, პერსონაჟთა ფსიქოტიპებსა და ტექსტში დამალულ სიმბოლოებზე.
I სეზონის პროგრამა:
უილიამ გოლდინგი — „ბუზთა ბატონი“
ჰარპერ ლი — „ნუ მოკლავ ჯაფარას“
ჯემალ ქარჩხაძე — „ანტონიო და დავითი“
ერიხ მარია რემარკი — „სამი მეგობარი“
ფრანსუა რაბლე — „გარგანტუა და პანტაგრუელი“
რეი ბრედბერი — „451° ფარენჰაიტით“
სამუშაო ფორმატი:
შეხვედრები ჩატარდება სამ კვირაში ერთხელ. მონაწილეებს თითოეული ნაწარმოების დასამუშავებლად/წასაკითხად და გააზრებისთვის ეძლევათ სამკვირიანი ვადა, რის შემდეგაც იმართება კლუბის შეხვედრა / ჯგუფური დისკუსია.
შერჩევის წესი:
კლუბის წევრთა შერჩევა განხორციელდება სარეგისტრაციო განაცხადში ჩაშენებული წერითი დავალების საფუძველზე.
"ჩემი საყვარელი წიგნის მთავარი სათქმელი"
ორგანიზაციული დეტალები:
რეგისტრაციის დასაწყისი: ორშაბათი, 19 ოქტომბერი
პირველი შეხვედრა: ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
საკონტაქტო ინფორმაცია: [ junior@tsu.ge ]
>> სარეგისტრაციო ბმული <<
მონაწილეობა უფასოა