საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყების წინაპირობაა პროფესიული ტესტირების ჩაბარება, რომელიც კომპიუტერის საშუალებით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. აპლიკანტმა 100 %-იანი დაფინანსების მოსაპოვებლად პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტების) რეგისტრაცია მიმდინარეობს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. რეგისტრაციის ზუსტი თარიღები დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით.

 

აპლიკანტებს პროფესიულ ტესტირებაზე გასვლამდე შეუძლიათ ისარგებლონ პრეტესტით, რომელიც პროფესიული ტესტირების წინა დღეს ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. პრეტესტის მიზანია აპლიკანტებისთვის ტესტის ფორმატისა და  პროცედურების გაცნობა.

 

აპლიკანტებს პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რესურსცენტრებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge

 

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ დატანილია საგამოცდო ბარათებზე, კერძოდ:

აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;

რეგისტრაციის დრო;

საგამოცდო ცენტრის მისამართი;

ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტის შესახებ.

ტესტურ დავალებათა ნიმუშების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდიდან: www.naec.ge

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტების) რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მასმედიის საშუალებით და ძირითადი ვებგვერდებიდან: www.mes.gov.ge, www.naec.ge, www.vet.ge, www.tsu.ge.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თსუ-ს ცხელ ხაზე - 032 2 25 04 84 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტის მეშვეობით - cve@tsu.ge.

 

ჩვენი მისამართი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/TSUVET/