საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარიერის მართვის კურსი თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

კარიერის მართვის კურსი განკუთვნილია ყველა სტუდენტისა და კურსდამთავრებულისათვის ვისაც აინტერესებს:

 

  • თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან შენი შესაძლებლობების გათვალისწინებით რომელი უკეთ დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?
  • როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით?
  • რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას?
  • როგორია თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითადი ტენცენციები?
  • როგორ შეგიძლია შეუთავსო პირადი ცხოვრება კარიერას?
  • რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის?
  • როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები?
  • როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის?

 

კარიერის მართვის კურსი შემუშავებულია ევროკომისიის tempus IV (TEMPUS-ის გრანტის (სტუდენტთა კარიერული განვითარება საქართველოში - 530566-TEMPUS -1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-0010 პროგრამის „სტუდენტთა კარიერული მომსახურეობის განვითარება საქართველოში“ და ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოში მათი პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული თეორიული მასალი საფუძველზე.

 

კურსს ანხორციელებს თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.

 

კარიერის მართვის კურსს წარუძღვებიან შერჩეული მენტორები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური გადამზადების ტრენინგები.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსებიდანაც სურვილის შემთხვევაში შეირჩევიან მენტორები, რომლებიც შემდეგ სემესტრში სტუდენტებს თავად გაუზიარებენ გამოცდილებას.

ფორმატი:

 

ტრენინგები გაიმართება როგორც დისტანციური zoom და moodle პლატფორმის გამოყენებით სინქორნული და ანსინქრონული ელემენტებით, ასევე აუდიტორიაში.

 

III მოდული. 6 თემა. ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები.

 

ხანგრძლივობა:

 

1 მაისი -22 მაისი ( 3 კვირა; კვირაში 4 საათი) თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 4 საათი. (ჯამში კურის ხანგრძლივობა 12 საათი).

 

კურსის შინაარსი:

 

I მოდული

1. კარიერის კონცეფცია - თანამედროვე VS ტრადიციული

2. კარიერის განვითარების თანამედროვე მიდგომები

 

II მოდული

3. თვითშემეცნება

4. კარიერის დაგეგმვა, მართვა და განვითარება

 

III მოდული

5.შრომის ბაზრის კვლევა. ვაკანსიის ძიების პროცესი

6. CV, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აპრილი.

 

სარეგისტრაციო ბმული : https://docs.google.com/.../1FAIpQLSfWU078vlrlwN.../viewform

 

თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებმა უნდა შეასრულონ დავალება. კურსის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ცნობა, კურსის დასრულების შესახებ.

თარიღი: 06/04/2022