საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტი ახალი ცოდნის მისაღებად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, პროფესიული პროგრამის “Front End  დეველოპმენტი“-ს სტუდენტებმა (თბილისი) სტუდენტური პროექტი წარმატებით დაასრულეს.

 

პროექტი “მასტერკლასები ბექ-ენდ პროგრამირებაში (node js)” სტუდენტებმა ნათია ყარამნიშვილმა, ნინო როსტიაშვილმა, ელენე ნინო მაისურაძემ, არზუ ჯალალოვამ

და აჰმად კადდოურიმ მოამზადეს.

პროექტის ფარგლებში პროფესიული პროგრამის “Front End  დეველოპმენტი“-ს თბილისის და ქუთაისის ლოკაციის სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაევლოთ 8 მასტერკლასი ტრენერ სალომე ჭინჭარაულთან back-end დეველოპმენტში, node.js ტექნოლოგიის გამოყენებით, რამაც მათ მისცა ახალი ცოდნა და  უნარები

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თარიღი: 15/10/2025