ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, პროფესიული პროგრამის “Front End დეველოპმენტი“-ს სტუდენტებმა (თბილისი) სტუდენტური პროექტი წარმატებით დაასრულეს.
პროექტი “მასტერკლასები ბექ-ენდ პროგრამირებაში (node js)” სტუდენტებმა ნათია ყარამნიშვილმა, ნინო როსტიაშვილმა, ელენე ნინო მაისურაძემ, არზუ ჯალალოვამ
და აჰმად კადდოურიმ მოამზადეს.
პროექტის ფარგლებში პროფესიული პროგრამის “Front End დეველოპმენტი“-ს თბილისის და ქუთაისის ლოკაციის სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაევლოთ 8 მასტერკლასი ტრენერ სალომე ჭინჭარაულთან back-end დეველოპმენტში, node.js ტექნოლოგიის გამოყენებით, რამაც მათ მისცა ახალი ცოდნა და უნარები
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.