საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ სტუდენტებისთვის, მოდულის ,,ღვინის ტურის წარმართვა“ ფარგლებში ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ექსკურსია ატენში, ნიკა ვაჩეიშვილის მარანში.

18 იანვარს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ სტუდენტებისთვის, მოდულის ,,ღვინის ტურის წარმართვა“ ფარგლებში ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ექსკურსია, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების შეფასებას რეალურ გარემოში. ექსკურსია ჩატარდა ატენში, ნიკა ვაჩეიშვილის მარანში.  ექსკურსიის ფარგლებში ბატონმა ნიკამ პროფესიულის სტუდენტებს გააცნო მარნის ისტორია, რეგიონში გავრცელებული ყურძნის ჯიშები და  ღვინის ტიპები.  გაიმართა ღვინის დეგუსტაცია. მოდულში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სტუდენტებს ევალებოდათ ღვინის ტურის წარმართვა. ამისათვის მათ წინასწარ მომზადებული და გაანალიზებული ჰქონდათ ინფორმაცია ტრადიციული ქართული მეღვინეობის, საქართველოს ღვინის რეგიონების, ქვევრის ღვინის ისტორიის და მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.

თარიღი: 28/01/2020