შურთხია ბეროშვილი
ცნობილმა გერმანელმა ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმა თავის მასწავლებელს, აკადემიკოს აკაკი შანიძეს გერმანულ ენაზე უძღვნა წიგნი Im Dienst der Wissenschaft und der georgischen Nation – Akaki Schanidse („მეცნიერებისა და ქართველი ერის სამსახურში − აკაკი შანიძე“, 2021, 110 გვერდი). წიგნი „კავკასიის სერიით“ გამოსცა „შაკერის გამომცემლობამ“ იენაში — ეს ინფორმაცია
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა გერმანიიდან გზავნილის სახით მიიღეს. ამის თაობაზე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ლომია გვესაუბრა. მისი თმით, ქართული ენის ინსტიტუტის ეგიდით წიგნის პრეზენტაცია თებერვალში, აკაკი შანიძისადმი მიძღვნილ ტრადიციულ საჯარო სხდომაზე გაიმართება.
ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, იენის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის პირველი ლაურეატი ჰაინც ფენრიხი მჭიდროდ თანამშრომლობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტთან.